Monday, October 10, 2016
Monday, October 3, 2016
პროექტი:მტკვრის პრობლემების გადაჭრა
1.პროექტის სახელწოდება: მტკვრის პრობლემების გადაჭრა
2/პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები
იკვლევენ დაბინძურებული მტკვრის სხვადასხვა პრობლემებს და ეცდებიან გადაჭრან სხვადასხვა გზებით.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა ისწავლონ თუ როგორ
მოექცენ ბუნებას
4.პროექტისმიზნები:განუვითარდეთ კვლევითი უნარები, ისწავლონ როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, სოციალური ურთიერთობები.
5.მონაწილეთა ასაკი:15 წელი.
6.ვადები /ხანგრძლივობა :ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ბილბორდები პლაკატები, გაზეთები ,ბუკლეტები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სხვადასხვა
ლიტერატურა, ფორმატები, ფლომასტერები, რუკები, ფერადი ქაღალდები.
9/პროექტის მსვლელობა{ძირითადი აქტივობები}:საჭირო ლიტერატურის მოძიება ,საპროექტო ჯგუფის შექმნა,
სამუშაო გეგმის შემუშავება, ჯგუფში მოვალეობის გადანაწილება, პროდუქტის მომზადება , პრეზენტაცია პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმებთან კავშირი: ქიმია , ბიოლოგია , გეოგრაფია, ისტორია. კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის
საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აყალიბებს კვლევის მიზანს;
·
გამოთქვამს მოსაზრებას/ვარაუდს;
·
არჩევს მონაცემების
მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე
სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·
განარჩევს მოცემული
ამოცანისთვის მუდმივ და ცვლად (დამოუკიდებელ,
დამოკიდებულ) პარამეტრებს;
·
განსაზღვრავს კვლევითი
აქტივობების თანმიმდევრობას;
·
არჩევს სათანადო
ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს.
·
არჩევს მონაცემების
აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).
კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს
დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·
აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს, აღრიცხავს
მონაცემებს;
·
აკვირდება, ზომავს,
იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით
რეგისტრირებისთვის (მაგ., ცვლადების
მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
· იყენებს სათანადო წესებს
საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს,
გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·
იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი
მონაცემების წარმოსადგენად.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ევგენია გეთიაშვილი.
12. ხელმძღვანელის
ელ .ფოსტა:getiashvilimanana@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)
