Monday, October 3, 2016

პროექტი:მტკვრის პრობლემების გადაჭრა

1.პროექტის სახელწოდება:  მტკვრის პრობლემების გადაჭრა
2/პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ დაბინძურებული  მტკვრის  სხვადასხვა პრობლემებს და ეცდებიან  გადაჭრან სხვადასხვა გზებით.

3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა ისწავლონ თუ როგორ მოექცენ ბუნებას
4.პროექტისმიზნები:განუვითარდეთ კვლევითი უნარები, ისწავლონ   როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, სოციალური ურთიერთობები.
5.მონაწილეთა ასაკი:15 წელი.
6.ვადები /ხანგრძლივობა :ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბილბორდები პლაკატები, გაზეთები ,ბუკლეტები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სხვადასხვა ლიტერატურა, ფორმატები, ფლომასტერები, რუკები, ფერადი ქაღალდები.
9/პროექტის მსვლელობა{ძირითადი აქტივობები}:საჭირო  ლიტერატურის მოძიება ,საპროექტო ჯგუფის შექმნა, სამუშაო გეგმის შემუშავება, ჯგუფში მოვალეობის გადანაწილება, პროდუქტის მომზადება  , პრეზენტაცია პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: ქიმია , ბიოლოგია , გეოგრაფია, ისტორია. კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         არჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მოცემული ამოცანისთვის  მუდმივ და ცვლად (დამოუკიდებელ, დამოკიდებულ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს.
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).

კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·      აწარმოებს  დაკვირვებას და/ან გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·      აკვირდება, ზომავს,  იენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ.,  ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·      იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების  გამოყენებით.
    შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ევგენია გეთიაშვილი.
12.  ხელმძღვანელის ელ .ფოსტა:getiashvilimanana@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი  / ბლოგი:


პროექტის განხორციელების გეგმა